ისრაელმა ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთში ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში დაიწყო. პალესტინური წყაროების ცნობით, ს პირველ სარაკეტო იერიშებს რაფაში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ბოლო საჰაერო იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უახლოეს მომავალში ისრაელი რაფაზე სახმელეთო შეტევის დაწყებასაც გეგმავს. მ რაფაში სახმელეთო ოპერაციის გეგმა 15 მარტს დაამტკიცა. ისრაელის ცნობით, რაფაში ჰამასის სამხედრო ნაწილის მეექვსედი, ოთხი ბატალიონი ქალაქ რაფაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი პალესტინელი ეგვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფაშია. სამოქალაქო პირების გარდაცვალების მოსალოდნელი დიდი რაოდენობის გამო ისრაელის რაფაზე დაგეგმილ თავდასხმას აკრიტიკებენ. ბოლო კვირების მანძილზე ისრაელს მოუწოდებს რაფაზე სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყონ.
რაფას შეტევის პარალელურად კატარში ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.