ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში

ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ს თავდაცვის არმიის რადიო „გალეი“ იტყობინება.
თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ბაზებზე, ათეულობით ავიაგამანადგურებელზე, საჰაერო-სარაკეტო სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და რაკეტების საწყობებზე, ნათქვამია ცნობაში.
ეს მაჩვენებელი ასევე დააფიქსირა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ (SOHR), რომელსაც ლონდონში უდევს ბინა. მისი თქმით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა ბაშარ ალ-ასადის დამხობილი რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები, მათ შორის საჰაერო ბაზები ჰამის, ჰომსის პროვინციებში, ასევე ლატაკიაში, სადაც ს სამხედრო ბაზებია განთავსებული.
კერძოდ, ლატაკიასთან ისრაელმა დაარტყა საჰაერო თავდაცვის ობიექტს და დააზიანა სირიის საზღვაო ძალების ხომალდები, ასევე სამხედრო საწყობები. დამასკსა და მის შემოგარენში დარტყმები მიმართული იყო სამხედრო ობიექტებზე, კვლევით ცენტრებზე და ელექტრონული ბრძოლის ცენტრებზე.
AFP-ს კორესპონდენტები სამშაბათს დილით დამასკში ძლიერი აფეთქებების შესახებ იტყობინებიან.
Reuters-ისა და Al Arabiya-ს წყაროების თანახმად, ისრაელმა დაარტყა სირიის უდიდეს საჰაერო ბაზებს და გაანადგურა სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
8 დეკემბერს ისრაელის სამხედროებმა 1973 წლის შემდეგ პირველად გადაკვეთეს დემილიტარიზებული სასაზღვრო ზონა და შევიდნენ ბუფერულ ზონაში ისრაელისა და სირიის პოზიციებს შორის მდებარე გოლანის სიმაღლეებზე, ასევე დაიკავეს „მიმდებარე სტრატეგიული პოზიციები“. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
ისრაელი 1967 წლის ომის დროს ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მათ კვლავაც სირიის ტერიტორიად აღიარებს. ისრაელის ჯარები ახლა შევიდნენ იმ ადგილებში, რომლებიც თავად ისრაელს ოფიციალურად არ გამოუცხადებია საკუთარ ტერიტორიად.
ტელეარხ Al Mayadeen-ის კორესპონდენტის ცნობით, ისრაელის ტანკებმა დამასკიდან 55 კილომეტრზე მდებარე ქალაქ კუნეიტრას მიაღწიეს და სირიის დედაქალაქისკენ აგრძელებენ მოძრაობას. წყაროების ცნობით, ისინი ახლა დამასკიდან 20 კილომეტრზე არიან.
ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა უარყო, რომ ისრაელის ჯარები სირიაში ბუფერული ზონის მიღმა ტერიტორიებზე შევიდნენ. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – ციტირებს მის სიტყვებს The Times of Israel.
სირიის ოპოზიციაში, რომელმაც დამასკი და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აიღო, სერიოზულ როლს თამაშობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ აპირებენ ისრაელთან დაპირისპირების გაგრძელებას. მათ შორის არის ყველაზე დიდი ჯგუფი, „ჰაიათ თაჰრირ ალ შამი“, რომელიც შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.