ისრაელმა საჰაერო იერიშით ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის საველე მეთაური მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ინფორმაციას, რომ საჰაერო იერიშის შედეგად სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის უფროსი საველე მეთაური, ალი-ჯაფარ მატუკი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამაც დაადასტურა.
IDF-ის თქმით, მატუკი, რადვანის ძალის რეგიონული დანაყოფის ოპერაციების ოფიცერი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილ იერიშებზეა პასუხისმგებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მატუკი ს მიერ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე მიტანილ ერთ-ერთ იერიშს ემსხვერპლა, ხოლო Reuters-ის ცნობით, თავდასხმის დროს კიდევ 18 პირი დაშავდა.