ისრაელმა სამხრეთ ღაზაში სამკვირიანი ოპერაციისას 250 შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელა და 6 გვირაბი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში სამკვირიანი ოპერაცია დაასრულეს, რომლის დროსაც ექვსი გვირაბი გაანადგურეს, 250-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელეს და 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ოპერაცია ისრაელელმა სამხედროებმა ხან-იუნისსა და დეირ ალ-ბალაჰის გარეუბნებში აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და ექვსი გვირაბი – საერთო ჯამში, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელი – გაანადგურეს. ზოგიერთ გვირაბში შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი აღმოაჩინეს.
ამასთან, ხან-იუნისში, ჰამად თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ექვსი მძევლის ცხედარს მიაკვლიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება