ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ს თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმები დღეს დილით „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებზე პასუხს წარმოადგენს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.
ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს