ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „შეზღუდული“ სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, სასაზღვრო რაიონებში, „შეზღუდული“ სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს.
მათი ცნობით, ოპერაციის სამიზნეები არიან „ჰეზბოლას“ წევრები და მათი ინფრასტრუქტურა სამხრეთ ლიბანის დასახლებულ პუნქტებში. „ეს მიზნები საზღვართან ახლო მდებარე სოფლებში არიან და საფრთხეს წარმოადგენენ ჩრდილოეთ ს მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახმელეთო ძალებთან ერთად, ოპერაციაში მონაწილეობს ავიაცია და არტილერია.
ისრაელმა ბოლო დღეებში არაერთხელ დაბომბა ლიბანი, „ჰეზბოლას“ წევრების ლიკვიდაციის მიზნით. ერთ-ერთი დაბომბვისას მოკლეს დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრულაც.

ასევე დაგაინტერესებთ