ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იერუსალიმის შემოგარენში ძლიერი ხანძარია – ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ხანძრის გამო დაიხურა მთავარი ავტომაგისტრალი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ იტალია და ხორვატია ხანძრის ჩასაქრობად სამ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნიან. ამასთან, ისრაელმა დახმარება საბერძნეთს, კვიპროსსა და ბულგარეთსაც სთხოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოებში 120 სახანძრო და სამაშველო სამსახურის ათეულობით ჯგუფი და ვერტმფრენია მობილიზებული.
სამაშველო ოპერაციებს ქვეყნის სამხედრო ძალებიც უწევენ დახმარებას.
პოლიციის განცხადებით, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.