ისრაელმა რაფაჰიდან ევაკუაციის ახალი განკარგულება გასცა, მისი ჯარები სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან

შაბათს ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციის ახალი განკარგულება გასცა. ს თავდაცვის ძალები ემზადებიან სამხედრო ოპერაციის გაფართოებისთვის. ისრაელის თქმით, მას ჯარები შეჰყავს სექტორის ჩრდილოეთში მდებარე რაიონშიც, სადაც გადაჯგუფდა პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი (-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად).
ბრძოლები მწვავდება მთელს ღაზის სექტორში, რაფაჰის გარეუბნებში გააფთრებული შეტაკებებია ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის. ეს მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს, გამოიყენოს ჰუმანიტარული დერეფნები. 120 ათასზე მეტი ადამიანი იძულებულია, ჩრდილოეთისკენ გაიქცეს.
ისრაელს ჯერ არ დაუწყია დაგეგმილი სრულმასშტაბიანი შეჭრა რაფაჰში.
გაერო და სხვა ორგანიზაციები უკანასკნელი კვირების განმავლობაში აფრთხილებენ ისრაელს, რომ თუკი მისი ჯარები იერიშს მიიტანენ ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰზე, რომელიც მთავარი ჰუმანიტარული დერეფნების მახლობლად მდებარეობს, მაშინ ეს შეუძლებელს გახდის ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელებას და სამოქალაქო მოსახლეობაში სიკვდილიანობა კატასტროფულად გაიზრდება.
რაფაჰს თავს აფარებს ღაზის სექტორის დაახლოებით ნახევარი – 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მისი შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით დაიღუპა 34 ათასზე მეტი პალესტინელი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. საომარი მოქმედებებისა და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები