ისრაელმა რაფაჰიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის რკინის გუმბათმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ტერიტორიიდან გაშვებული ორი რაკეტა მოიგერია, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მანამდე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წუხელ ისრაელის ძალებმა რაფაჰი დაბომბეს.
რაფაჰში მოსახლეობა და მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალების მიერ მეჩეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ქალაქის საბრას რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმას კი სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას