ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰამასის ახალ ლიდერს გაანადგურებს

ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს იაჰიუ სინვარს – პალესტინელთა დაჯგუფება ჰამასის (-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ახალ მეთაურს.
სირვარს მიიჩნევენ შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად.
ამ თავდასხმას, რომელმაც 1200 ადამიანი იმსხვერპლა, მოჰყვა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ს საპასუხო ომი, რომელიც 11 თვეა გრძელდება და რომლის განმავლობაშიც 39 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის არმიის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ პირობა დადო, რომ „მოძებნის მას [სინვარს], დაარტყამს“ და აიძულებს ჰამასს, ახალი მეთაური მოძებნოს.
7 აგვისტოს სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ „სრულად გადაწყვეტილი“ აქვს, თავი დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ