ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და “ჰამასს” შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა.

მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში “ჰამასმა” უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.
გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები ავტობუსებით ტოვებენ დასავლეთ სანაპიროს ციხეს.

იხილეთ:
· “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევალი თავისუფალია | წითელი ჯვარი