ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთ ტერიტორიის დატოვება უბრძანა

ს თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ს მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავდაპირველად აუდიო შეტყობინებები მიიღეს, სადაც მოუწოდებდნენ, წასულიყვნენ, შემდეგ კი ისრაელის არმიამ გაფრთხილება არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თვითმხილველები ამბობენ, ბევრი ადამიანი უკვე ტოვებს ტერიტორიას.
ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი – ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?