ისრაელმა ორი მძევალი გაათავისუფლა რაფაჰში, ჯანდაცვის მესვეურების თქმით, დაბომბვას 67 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა სპეცდანიშნულების ძალების ოპერაცია განახორციელა რაფაჰში, რომლის შედეგადაც ორი მძევალი გათავისუფლდა ორშაბათს განხორციელებული საჰარო დარტყმების ფონზე – რომლებსაც, ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ღაზის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქში ემსხვერპლა 67 ადამიანი, დაიჭრა ათობით პირი. რაფაჰს თავს აფარებს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პალესტინელი.
ს თავდაცვის ძალების, ისრაელის საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ძალების და პოლიციის საგანგებო დანაყოფის მიერ ერთობლივად განხორციელებული ოპერაციის შედეგად გათავისუფლდნენ 60 წლის სიმონ მარმანი და 70 წლის ლუის ჰარე – აცხადებს ისრაელის არმია.
ორივე კაცი იმ 250-მდე ადამიანს შორის იყო, რომლებიც ევროკავშირისა და -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცა, ჰამასის იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ამ თავდასხმამ ბიძგი მისცა ისრაელის ომს ღაზაში.
ოთხ თვეზე მეტი დროის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორის დიდი ნაწილი განადგურებულია, დაღუპულია 28,000-ზე მეტი პალესტინელი, დაჭრილია 68,000-მდე ადამიანი – იუწყებიან ღაზის ჯანდაცვის მესვეურები, რომელთა განცხადებით კიდევ ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა დამარხული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით