ისრაელმა კატარში მყოფ ჰამასის ლიდერებზე იერიში მიიტანა

ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ჰამასის ლიდერებზე თავდასხმა განახორციელა.
ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამიზნე გახდა მისი მოლაპარაკების გუნდი. BBC-ის ცნობით, მომლაპარაკებელთა ჯგუფი დაფუძნებულია დოჰაში, თუმცა ივლისის შემდეგ ისინი ისრაელთან არანაირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ.
ს თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ზუსტი დარტყმა მიიტანეს ჰამასის ლიდერებზე, რომლებიც „პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვა-ჟლეტაზე“.
„დარტყმამდე მიღებული იქნა ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალისა და დამატებითი სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით“, — ნათქვამია ს თავდაცვის ძალების განცხადებაში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად შეაფასა და დასძინა, რომ „არ მოითმენს ისრაელის ამ უგუნურ საქციელს და რეგიონის უსაფრთხოების მუდმივ ხელყოფას“.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი შენობა დოჰაში, სადაც ჰამასის პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობს.
„კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ თავდასხმას და ადასტურებს, რომ არ მოითმენს ისრაელის ამ უგუნურ ქცევას, რეგიონის უსაფრთხოების მუდმივ ხელყოფას და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, — განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.