ისრაელმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ისრაელი „აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტსა და სამიზნეს დაარტყამს“. ირანი კი იმუქრება, რომ გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს.