ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ირანის სამხრეთ ფარსის ნავთობქიმიურ ქარხანას დაარტყა, რომელიც ირანში ყველაზე დიდი ნავთობქიმიური კომპლექსია.
კაცის თქმით, ობიექტი აღარ ფუნქციონირებს. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმებმა ირანის ორ ნავტობქიმიურ ობიექტზე, რომლებიც ქვეყნის “ნავთობქიმიური ექსპორტის 85%-ს შეადგენს,” ისინი “მოხმარებიდან გამოთიშა.”
მან აღნიშნა, რომ ნავთობქიმიური მრეწველობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ზოგადად ირანის სამხედრო მრეწველობის დაფინანსების მთავარი წყაროა.
4 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ქალაქ მაჰშაჰრში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე ასევე მიიტანეს იერიში.