ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ რაფაზე, არის მსხვერპლი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში ორი მძევალი გაათავისუფლეს, ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
მანამდე, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ რაფაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები 60-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.
ოპერაციის დეტალებს ს ოფიციალური პირები არ ასაჯაროებენ. თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ოპერაციას “შთამბეჭდავი” უწოდა.
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში ოპერაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს დაჯგუფება ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც ასევე მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი.
ისრაელს რაფაზე იერიშის შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებდნენ.
ეგვიპტე რაფაზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმებით დაემუქრა.
თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ს 11 თებერვალს, უთხრა, რომ ისრაელმა არ უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია ღაზის საზღვართან მდებარე, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაში, სამოქალაქო პირების დაცვის “სანდო” გეგმის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ