ისრაელმა თავის სამხედროებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დატოვება უბრძანა – მედია

ცაჰალმა (ს თავდაცვის ძალები) ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნა ეკრძალებათ.
ცაჰალმა აღნიშნული ბრძანება 11 აგვისტოს საღამოს გამოსცა. საფუძველი უსაფრთხოებაა. სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ამ დროისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში იმყოფებიან, ეს ქვეყნები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ბრძანება ეხება როგორც წვევამდელებს, ისე კონტრაქტორებს.
ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ინფორმაციის პირველი წყარო კი ისრაელის ერთ-ერთი რადიოსადგურის საღამოს საინფორმაციო გამოშვება გახდა.
საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნავდნენ, რომ ბრძანება ირანის მხრიდან მუქარის ფონზე გამოიცა, რომელიც ამბობს, რომ ისრაელთან დაკავშირებულ ობიექტები საზღვარგარეთ სამიზნე იქნება. როგორც ისრაელის მედიაში ამბობენ, საქართველოსა და აზერბაიჯანში ირანთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და ორივე ქვეყანაში ირანელთა ფართო წრე ცხოვრობს.
ასევე წაიკითხეთ:
„ირანმა გვაცნობა, რომ ჩვენზე შეტევას გეგმავს“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელთან ომის სამზადისში ირანი რუსეთს დახმარებას სთხოვს – NYT სთან ერთად ჰამასის ლიდერი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან