ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებას

ისრაელმა და -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, ს საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეთანხმების გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ პალესტინელებიც და ისრაელელებიც.
ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ. შეთანხმებით, ბრძოლა შეწყდება, ღაზას ნაწილობრივ დატოვებს, და ჰამასი გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს – ისრაელის მიერ დაპატიმრებული ასობით პალესტინელის სანაცვლოდ.
იმედოვნებენ, რომ ღაზაში შეღწევის საშუალება მიეცემა საკვებით და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთულ მანქანებს, სამოქალაქო მოსახლეობის დასახმარებლად. პალესტინელები თავს კარვებს აფარებენ მას მერე, რაც ისრაელის ძალებმა მათი სახლები დაანგრიეს და ქალაქები გაანადგურეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს ოფისი აცხადებს, რომ შეთანხმება ამოქმედდება მისი მთავრობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, რაც 9 ოქტომბერსვე უნდა მოხდეს.
სააგენტო როიტერსის ანალიზის თანახმად, ბევრი რამ კვლავაც შეიძლება ცუდად განვითარდეს. როგორც სააგენტოს პალესტინურმა წყარომ აცნობა, შეთანხმების გაფორმების შემდეგაც კი არ იყო დაზუსტებული გასათავისუფლებელი პალესტინელების სია.
ამასთან, კვლავაც განხილვას უნდა დაექვემდებაროს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯები – მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იმართოს გაჩანაგებული ღაზის სექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე ჰამასის საბოლოო ბედი – ჯგუფი ჯერჯერობით უარყოფს ისრაელის მოთხოვნას განიარაღების თაობაზე.
ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ – იმ დღის შემდეგ, როცა ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზაში ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები – ამ მონაცემს ღაზის ჯანდაცვის მესვეურები ავრცელებენ.