ისრაელმა და „ჰამასმა“ სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზას მოაწერეს ხელი – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ სამშვიდობო შეთანხმების პირველ ეტაპზე მოილაპარაკეს.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, 2023 წლის 7 ოქტომბერს დატყვევებული ყველა ადამიანი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ს თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ღაზის სექტორიდან ადრე შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევს.
ტრამპი ფიქრობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. მან მადლობა გადაუხადა კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს გაწეული შუამავლობისთვის.
„ყველა ქვეყნის მიმართ იქნება სამართლიანი მიდგომა! ეს დიდი დღეა არაბული და მუსლიმანური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.