ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.
-ის პრეზიდენტის ს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავს ს ჯარების გაყვანას და მძევლების გათავისუფლებას.
„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან!
ეს დიდი დღეა არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მიმდებარე ერისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მადლობას ვუხდით კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის განსახორციელებლად. დალოცვილნი არიან მშვიდობისმყოფელები“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ისრაელისთვის დიდი დღეა.
„ხვალ მე შევკრებ მთავრობას, რათა დაამტკიცოს შეთანხმება და ყველა ჩვენი ძვირფასი მძევალი სახლში დააბრუნოს. მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის ძალების გმირ ჯარისკაცებს და უსაფრთხოების ძალებს, რომელთა გამბედაობისა და თავგანწირვის წყალობითაც მივაღწიეთ ამ დღეს.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ჩვენი მძევლების გათავისუფლების ამ წმინდა მისიისთვის მობილიზაციისთვის.
ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარებით, ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ყველა მიზნის მიღწევას და ჩვენს მეზობლებთან მშვიდობის გაფართოებას“, – დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე.
ჰამასი ადასტურებს შეთანხმებას, მაგრამ უარყოფს განიარაღებას, სანამ მათი თქმით, ისრაელის ჯარები პალესტინის მიწას იკავებენ. ჰამასის განცხადებით, შეთანხმება ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს და მადლობას უხდის დონალდ ტრამპსა და მოლაპარაკებებში ჩართულ შუამავლებს.
„ჩვენ ასევე ვაფასებთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ცდილობს ომის საბოლოოდ დასრულებას და ღაზას სექტორიდან ოკუპანტების სრულ გაყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰამასმა ასევე მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი „სრულად შეასრულოს შეთანხმების მოთხოვნები და არ მისცენ მას საშუალება, თავი აარიდოს ან გადადოს შეთანხმების შესრულება“.
ღაზის ხელისუფლების ცნობით, 67 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დასახლების დიდი ნაწილი მიწასთან გასწორდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სასაზღვრო თავდასხმაზე სამხედრო რეაგირება დაიწყო. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს ღაზაში, ხოლო 48 მძევლიდან 20, სავარაუდოდ, ცოცხალია.