ზედიზედ მეოთხე ღამის განმავლობაში ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმების საფუძველზე მძევლებისა და პატიმრების გაცვლა შედგა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ 11 გათავისუფლებული მძევლისგან შემდგარი ახალი ჯგუფი დაბრუნდა ისრაელში. ისრაელისა და კატარის ოფიციალური პირების თქმით, ყველა ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. გათავისუფლებული მძევლების საერთო რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
ისრაელმა ასევე გაათავისუფლა ისრაელის ციხეებში მყოფი 33 პალესტინელი, მათ შორის 30 ბავშვი და სამი ქალი.
ორშაბათს კატარის შუამავლებმა გამოაცხადეს ზავის ორდღიანი გახანგრძლივება, რომელიც მოიცავს სამშაბათს და ოთხშაბათს. თეთრმა სახლმა დაადასტურა გახანგრძლივება, მაგრამ ისრაელს ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.
გაერომ გამოიყენა სიმშვიდის პერიოდი ბრძოლაში, რათა გაზარდოს დახმარების მიწოდება ღაზის მოსახლეობისთვის, მაგრამ თქვა, რომ ჰუმანიტარული ტვირთები წვეთია ოკეანეში.
ღაზის მოსახლეობა პაუზას იყენებს მარაგების მოსაპოვებლად და გადაასადგილებლად – ხშირ შემთხვევაში სახლებში დასაბრუნებლად, ზიანის შესაფასებლად და ზამთრის ტანსაცმლის მოსაძებნად, რადგან რეგიონში ამინდი უარესდება.