ნავსადგურს აკონტროლებენ პროირანული დაჯგუფების, „ანსარ ალას“ ძალები, რომლებიც ჰუთის მომხრეებად -ჰუტიტებადაც არიან ცნობილი.
ცნობით, ძლიერი დარტყმების შედეგად იწვის საწვავის ავზები და ნავსადგურის ინფრასტრუქტურა. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ მისმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰოდეიდაზე დარტყმა განახორციელეს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰუთის მიმდევართა მიერ ბოლო თვეებში ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული ასეულობით დარტყმის საპასუხოდ.
19 ივლისის ღამით ისრაელში, თელ-ავივში ჩამოვარდა დრონი, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც ჰუტიტების მიერ იყო გაშვებული. არაბული და ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ იემენზე თავდასხმა ამ დარტყმის საპასუხოდ მოხდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ რომ ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას მერე, რაც ჰუტიების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საუდის არაბეთის წყაროების თანახმად, იემენზე თავდასხმაში შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღოთ ასევე აშშ-ს და ბრიტანეთს, თუმცა ისრაელის არმია აცხადებს, რომ მასში მხოლოდ თავისი ძალები მონაწილეობდნენ.
ჰუტიტების წარმომადგენლებმა დაბომბვაში ისრაელი დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ჰოდაიდეზე თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები და პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ.
ჰუტიტებმა, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, შემოდგომაზე განაცხადეს, რომ ისრაელზე თავდასხმებს მოაწყობენ ღაზის სექტორზე ოქტომბრის მერე ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ. ისრაელის მიმართულებით ამის შემდეგ არაერთი რაკეტა და დრონი იქნა გაშვებული, რომელთა უმრავლესობა ჩამოგდებული იქნა.
ჰუტიტები თავს ესხმოდნენ ასევე ისრაელთან, აშშ-სა და მათ მოკავშირეებთან დაკავშირებულ გემებს წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში. თავის მხრივ იემენზე თავდასხმები მოაწყო აშშ-მაც.