ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის მიზანსაც ამერიკელ კანონმდებლებს შორის ღაზაში ომთან დაკავშირებით პროისრაელური გზავნილების გავრცელება წარმოადგენდა

ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის მიზანსაც ამერიკელ კანონმდებლებს შორის ღაზაში ომთან დაკავშირებით პროისრაელური გზავნილების გავრცელება წარმოადგენდა
ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გაევრცელებინა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ს ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
როგორც NYT-ს ოთხმა ისრაელელმა წყარომ განუცხადა, ფარული კამპანია ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ-ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.
კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შექმნელები X-ზე თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი. ყალბი X-მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.
X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების და კულტურის სამსახურის პროგრამის, “საშუალო განათლების მხარდაჭერა” ფარგლებში დაფინანსდა, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივა, მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსის შესახებ

ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა – ამ სისასტიკის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ თურმე, მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო

ის, რაც 2 ივნისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა და ჟურნალისტებმა იხილეს ხონის ყოფილ მეცამეტე ჯალათურ და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხშირად უნდა აჩვენონ ე.წ. ნაცაქტივისტებს და შეადარონ დღევანდელ კომფორტულ საპყრობილეებს