ისრაელმა დააკავა გემი, რომლითაც გრეტა თუნბერგი ღაზაში ჩასვლას ცდილობდა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს გემი „მადლინი“, რომლის ბორტზეც 12 ადამიანი, მათ შორის შვედი გარემოს დამცველი გრეტა თუნბერგი და ფრანგი კანონმდებელი რიმა ჰასანი იმყოფებიან.
გრეტა თუნბერგმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ გატაცებულია ს საოკუპაციო ძალების მიერ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გემი ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში ჩავიდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, აქტივისტებს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმების ვიდეოს აჩვენებენ და დააბრუნებენ.
ისრაელმა თქვა, რომ ეს არის „იახტა სელფისთვის“, რომელსაც „ერთ სატვირთო მანქანაზე ნაკლებ დახმარება“ გადააქვს. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გემის ეკიპაჟს წყალს და სენდვიჩებს ურიგებენ და დაწერა, რომ „შოუ დასრულებულია“. მათივე ცნობით, გრეტა თუნბერგი „უსაფრთხოდ და კარგ ხასიათზეა“ და ისრაელისკენ მიემართება.
All the passengers of the ‘selfie yacht’ are safe and unharmed. They were provided with sandwiches and water. The show is over. pic.twitter.com/tLZZYcspJO — Israel Foreign Ministry (@IsraelMFA) June 9, 2025
პალესტინის მხარდამჭერი კოალიცია „თავისუფლების ფლოტილიის“ გემი Madleen 1-ელ ივნისს, სიცილიიდან გავიდა. აქტივისტები ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას, ღაზას სექტორში ჩასვლას და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას გეგმავდა.