ისრაელმა დაადასტურა, რომ ჰამასთან შეთანხმებას მიაღწია

ისრაელმა დაადასტურა, რომ მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია დაჯგუფება ჰამასთან, რომელიც -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
კატარის პრემიერ-მინისტრი უახლოეს საათებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც სავარაუდოდ გამოაცხადებს შეთანხმების პირობებს.
ს მე-13 არხმა, მოლაპარაკებებთან დაახლოებულ თავის წყაროებზე დაყრდნობით, უკვე გაავრცელა ინფორმაცია ამ პირობების შესახებ. ამ წყაროების თანახმად, ჰამასი 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შედეგად აყვანილ 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პატიმრებს, რომლებიც დამნაშავე არიან ჰამასთან თანამშრომლობაში და ისრაელელებზე თავდასხმებში. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ ჰამასი მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის – 50 პატიმარს.
არ აკონკრეტებენ, გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.
როგორც ისრაელის მე-12 ტელეარხი იუწყება, ჯერ გაათავისუფლებენ ცოცხლად დარჩენილებს. პირველი სამი მძევალი შეიძლება უკვე 19 იანვარს გაათავისუფლონ. ზავის მეშვიდე დღეს, 26 იანვარს, გაათავისუფლებენ კიდევ ოთხ მძევალს.
ამის შემდეგ ჰამასმა სამ-სამი მძევალი უნდა გაათავისუფლოს ყოველ კვირაში – დაზავების მე-14, 21-ე, 28-ე და 35-ე დღეებში. ზავის უკანასკნელ კვირაში გაათავისუფლებენ სიაში დარჩენილ 14 მძევალს.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 600 სატვირთო მანქანის გაგზავნას და ისრაელის სამხედრო ძალების ეტაპობრივ გაყვანას სექტორიდან.
მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში. ისინი შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ.
საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, რომელიც ჰამასის კონტროლქვეშაა, დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. თავდასხმის შედეგად მოკლულია 1200-მდე ადამიანი და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. ისრაელის სპეცსამსახურების შეფასებით, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 99 მძევალი, მათი ნაწილი მკვდარია.
7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია დაიწყო. როგორც ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, მას შემდეგ სექტორში დაიღუპა 45 ათასზე მეტი პალესტინელი. ამავე დროს მოკლულია ჰამასის რამდენიმე მაღალი რანგის ხელმძღვანელი, განადგურებულია მათი დაჯგუფების ინფრასტრუქტურის ნაწილი.
ფორუმი