ისრაელმა დაადასტურა ირანთან ცეცხლის შეწყვეტა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს ოფისის მიერ დღეს, 24 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის მიზნები მიღწეულია და ისრაელმა მოიშორა საფრთხე, რომელიც მის არსებობას ემუქრებოდა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების გამო.
ნეთანიაჰუმ დღეს თავისი კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ისრაელმა ყველა მიზანს მიაღწია. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ძალის გამოყენებით უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევას.
ნეთანიაჰუმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა -ის პრეზიდენტ ტრამპს.
ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იუწყება ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და მხარეებს სთხოვა, ამ რეჟიმს ნუ დაარღვევენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას”.
24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უკვე ამოქმედების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. ქალაქ ბეერ-შევაში 4 ადამიანი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დილით ისრაელმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ რაიონზე ირანის გილანის პროვინციაში, სადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დანგრეულია ოთხი სახლი.
პრეზიდენტ ს განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.
ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ზავს დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი ისრაელზე შეტევებს შეწყვეტს. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით.
სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე თეირანი დაითანხმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ირანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შემდეგ.
კატარის შუამავლობის შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. მისი წყაროს ცნობით, კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევის შემდეგ თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ თავდასხმას აღარ გააგრძელებს, ვაშინგტონმა კი უპასუხა, რომ ირანს აღარ შეუტევს და მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის.
· ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
· 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
· ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
· ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის გენერალური შტაბის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ჩართული მენიერები.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირებისას ისრაელში რამდენიმე ათეული, ხოლო ირანში რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ფორუმი