ისრაელმა გრეტა თუნბერგისა და კიდევ 170 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა

ისრაელმა გრეტა თუნბერგისა და სხვა 170 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგისა და „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 170 წევრის დეპორტაცია რამონის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთსა და სლოვაკეთში განხორციელდა.
ს საგარეო უწყების განცხადებით, ყველა დეპორტირებული და დაკავებული აქტივისტის უფლებები სრულად დაცულია.
შეგახსენებთ, ისრაელმა „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ შემადგენლობაში შემავალი გემები, რომელთა ბორტებზეც 500-მდე აქტივისტი და პარლამენტარი იმყოფებოდა 2 ოქტომბერს დააკავა. აქტივისტები ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.
ბოლო მონაცემებით, ისრაელმა 341 აქტივისტის დეპორტაცია განახორციელა, ხოლო 138 აქტივისტი კვლავ ისრაელში რჩება.