ისრაელმა განაახლა შეტევა ღაზაზე, ჰამასის ცნობით მოკლულია 330 ადამიანი

ისრაელმა განაახლა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები.
„ეს მოჰყვა ჰამასის განმეორებით უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო -ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფისა და შუამავლებისგან“, — ნათქვამია ს პრემიერ-მინისტრ ს ოფისის განცხადებაში.
აცხადებს, რომ ამიერიდან იმოქმედებს „მზარდი სამხედრო ძალით“ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ.
ჰამასის კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 330 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
ჰამასი ადანაშაულებს ისრაელს „დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობაზე“ თავდასხმაში და ამბობს, რომ შუამავლებმა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამო სრული პასუხისმგებლობა ისრაელს უნდა დააკისრონ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მოკლულია ჰამასის მთავრობის ოთხი წარმომადგენელი.
ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში ჯერ კიდევ 59 მძევალია, რომელთაგან 24-მდე ცოცხალია. ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის „არაპროვოცირებულმა ესკალაციამ“ მძევლების ბედი საფრთხის ქვეშ დააყენა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა თქვა, რომ „შოკირებულია“ თავდასხმებით და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეს არის საჰაერო თავდასხმების ყველაზე დიდი ტალღა 19 იანვრის შემდეგ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.
ორი დღის წინ დოჰაში მოლაპარაკებებმა, რომელიც 72 საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ეგვიპტის, კატარისა და -ის მაღალი დონის ოფიციალური პირები, ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
აშშ-ის მხარდაჭერილ მოლაპარაკებებში ისრაელი ითხოვდა მძევლების დაბრუნებას გრძელვადიანი ზავის და ღაზაში საერთაშორისო დახმარების დაბრუნების სანაცვლოდ.
ჰამასი მოითხოვდა მოლაპარაკებებს ომის სამუდამოდ დასრულებაზე და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ჰქონდა აშშ-თან კონსულტაციები ბოლო თავდასხმების შესახებ და ახალი შეთანხმების ნაცვლად, ჰამასმა აირჩია „უარი და ომი“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან