ისრაელმა გაერო-ში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
ს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.
“ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაერო-ში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ანგარიშის დასკვნების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა.
გენერალური მდივნის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გუტერეშს არასდროს გაუცია ბრძანება გაერო-ს ანგარიშის „გაჩუმების“ შესახებ.
„გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში ვიზიტისას, რათა შეესწავლა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აქტები, რომლებიც დაკავშირებულია 7 ოქტომბრის ტერაქტებთან. სამუშაო შესრულდა საფუძვლიანად და დაჩქარებულად. გენერალურ მდივანს არავითარ შემთხვევასა თუ ფორმაში არაფერი გაუკეთებია მოხსენებასთან დაკავშირებით სიჩუმის შესანარჩუნებლად”, – აცხადებენ ს ოფისში.