ისრაელმა გააძლიერა ცენტრალური ღაზის დაბომბვა, დაღუპულია 17 ადამიანი

ისრაელის არმიის თავდასხმებს 28 ნოემბერს ღაზის სექტორში ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი – აცხადებენ ექიმები იმ ფონზე, როცა გაძლიერდა ღაზის ცენტრის დაბომბვა ს მხრიდან, ხოლო ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ არეალებში.
ექიმების თქმით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე და ბეით-ლაჰიაში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოზე ჩრდილოეთ ღაზაში, კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მხრიდან მოტოციკლზე მიტანილ დარტყმას ხან იუნისში, ღაზის სამხრეთში. ისრაელის თვითმფრინავებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ღაზის რვა ლტოლვილთა ბანაკიდან ერთ-ერთზე, ნუსეირათზე – საჰაერო შეტევის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, დაიჭრა სულ მცირე შვიდი ადამიანი.
მედიკოსების ინფორმაციით, ნუსეირათზე სატანკო შეტევას ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი, ქალი და ბავშვი, ახლომდებარე სახლზე ერთ-ერთმა საჰაერო თავდასხმამ იმსხვერპლა კიდევ ხუთი ადამიანი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების გამართვის ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია ისრაელსა და -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: როდის მიხვდებით გასუსული უნივერსიტეტები, რა ჯოჯოხეთში შეგსვათ ქოცნებამ? მე პირადად არ დამეზარება – რაც კი ამ კანონს ექვემდებარება, ყველა თქვენს გრანტზე მივწერ ანტიკორუფციულს

დონორის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და „სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული