ისრაელმა ბეირუთი დაბომბა რელიგიური დღესასწაულის წინ

ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების საწარმო იყო.
შეტევა ხუთშაბათს ღამით განხორციელდა, ისლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის, ეიდ ალ-ადჰას წინა დღეს. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ს წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეები გააფრთხილეს დარტყმების შესახებ. დაშავებულებზე წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს ჰეზბოლას დანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ „ათასობით“ დრონს აწარმოებდა, რასაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ.
თავდასხმა მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალაშია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰეზბოლას შორის.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მკაცრად გმობს“ დარტყმებს.
ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა დარტყმები „საერთაშორისო შეთანხმების აშკარა დარღვევად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს „წმინდა რელიგიური დღესასწაულის წინა დღეს“ მოხდა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჰეზბოლას მიერ დრონების „ფართო გამოყენება“ ისრაელზე თავდასხმების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ საქმიანობას „ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმების აშკარა დარღვევა“ უწოდეს.