ისრაელმა ბეირუთის გარეუბანზე მორიგი დარტყმა განახორციელა

ლიბანური პროირანული დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაიღუპა ს მორიგი დარტყმის შედეგად ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რომელიც დაჯგუფების ციტადელს წარმოადგენდა.
ჰეზბოლასთან დაახლოებულმა წყარომ, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურდა, AFP-ს უთხრა, რომ იერიშის შედეგად მოკლულია “პალესტინური დოსიეს ხელმძღვანელის მოადგილე” ჰეზბოლაში ჰასან ბდაირი, რომელიც ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი. განადგურდა მრავალსართულიანი შენობის ორი ზედა სართული.
დაჯგუფება ისრაელსა და შეერთებულ შტატებში ტერორისტულად არის აღიარებული. ევროკავშირი ტერორისტულად მიიჩნევს მის გასამხედროებულ ფრთას.
ს არმიამ და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადეს, რომ ბდაირი “ბოლო დროს ურთიერთობდა ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ხელმძღვანელობდა ჰამასის მებრძოლებს და ეხმარებოდა მათ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ სერიოზული და გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და მომზადებაში.”
ლიბანის ხელისუფლებამ დაგმო იერიში, რომელიც გაფრთხილების გარეშე განხორციელდა სამშაბათს, დილაადრიან, მუსლიმური რამადანის დასრულების აღსანიშნავ დღესასწაულ ყურბან-ფიტრის დროს. ისრაელმა ბეირუთზე წინა იერიში 28 მარტს განახორციელა, მანამდე კი ადგილობრივ მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ისრაელის დარტყმები არის პასუხი ლიბანისგან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის მცდელობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ზავი ძალაშია 2024 წლის ნოემბრიდან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“