ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები განახორციელა.
ლიბანში პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა.
„პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა“ პირობა დადო, რომ „გააგრძელებს ბრძოლისა და წინააღმდეგობის გზას მანამ, სანამ ოკუპაცია არ განადგურდება, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს და რამხელა მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს“.
ამასთან, დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ს მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში მისი ლიდერი, ფატეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო