ისრაელის ჯარის ინფორმაციით, მათ ღაზას სექტორში, აშ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ გვირაბები გაანადგურეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ისრაელის ძალების ინფორმაციით, „ჰამასი“ საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებდა.
გვირაბების და შახტების განადგურებამდე, ისრაელმა იქ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები შეუშვა. გვირაბის სიგრძე 55 მეტრი იყო და ის საავადმყოფოს ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. იქ აღმოჩენილია ოთახები, საწოლები, ტუალეტები და სამზარეულო. ასევე ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ აშ-შიფაში იარაღი აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ის 4 დღეს გაგრძელდება და მძევლების გაცვლისთვის იქნება გამოყენებული.