ისრაელმა, -ის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადა

შეერთებული შტატების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC) გასვლის შესახებ ისრაელმაც გამოაცხადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა დაწერა. მისი თქმით, მიესალმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში.

“გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, საშუალებას აძლევს მათ დაემალონ კონტროლს, და ამის ნაცვლად, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიის დემონიზებას ახდენს. ეს ორგანო ორიენტირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზეა ორიენტირებული, ნაცვლად ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა”, – აცხადებს გიდეონ საარი.
მისი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიღებულია 100-ზე მეტი დამგმობი რეზოლუცია, რაც საბჭოში ოდესმე მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტია, “უფრო მეტი, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის წინააღმდეგ. აღარ შეეგუება ამ დისკრიმინაციას!”- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან თავისი ქვეყნის გამოსვლის შესახებ.

განკარგულების თანახმად, ვაშინგტონი გამოდის გაეროს ამ საბჭოდან, ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარი სააგენტოდან და უნდა გადახედოს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში – იუნესკოში – თავის მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს