ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოდან მიწისქვეშა გვირაბის ვიდეო გაავრცელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მათი თქმით, ჰამასის ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბია ასახული. როგორც ს არმიაში აცხადებენ, გვირაბი 55 მეტრი სიგრძისაა და თავდაცვის არაერთ მექანიზმს შეიცავს, მათ შორის რამდენიმე ტყვიაგაუმტარ კარს.
OPERATIONAL UPDATE: IDF and ISA forces revealed a significant 55-meter-long terrorist tunnel, 10 meters underneath the Shifa Hospital complex during an intelligence-based operation.

The tunnel entrance contains various defense mechanisms, such as a blast-proof door and a firing… pic.twitter.com/tU4J6BD4ZG— Israel Defense Forces (@IDF) November 19, 2023
პარალელურად, ისრაელის არმია ავრცელებს საავადმყოფოს შიდა კადრებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის დღით, 7 ოქტომბრით თარიღდება – ვიდეოში ჩანს, როგორ შეჰყავთ მძევლები ალ-შიფას კლინიკაში.
ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს.
ისრაელის არმია კლინიკაში 15 ნოემბერს შევიდა – გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.