ისრაელის უარყოფს, რომ მისმა ჯარებმა ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებში, პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა.
„ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხა ღაზას მცხოვრებლებს დახმარების განაწილების პუნქტებზე მცდარია“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტს იკვლევენ და მედიას მოუწოდებენ, მხოლოდ სანდო ინფორმაციას დაეყრდნოს.
მანამდე, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ ორ თავდასხმას მინიმუმ 29 ადამიანი ემსხვერპლა. უწყების მტკიცებით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ალ-ნუსეირატას ბანაკში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე საჰაერო თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ადამიანებს, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზის შემოვლით გზაზე დახმარების მანქანებს ელოდნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა.