ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი “კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და უშუალოდ მონაწილეობდა ს წინააღმდეგ” „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში”.
„აფიფის მიერ ლიბანური მედიისთვის გადაცემული შეტყობინებები ადიდებდა და წაახალისებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის პასუხისმგებელი იყო ისრაელის საზოგადოების წინააღმდეგ მრავალ ფსიქოლოგიურ ტერორისტულ ოპერაციაზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.