ისრაელი: “ჰამასი” სკოლას და მეჩეთს იყენებს სამხედრო მიზნით. ღაზის ჯანდაცვის უწყება: ომის დაწყების შემდეგ 17 700 პალესტინელი დაიღუპა

ისრაელსა და -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილ „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 17700-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება „ჰამასის”, კონტროლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის უწყება.
მისი ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 50 ათასს უახლოვდება. ამ მონაცემებს შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მიერ შეუძლებელია, თუმცა გაერო და სხვა მეთვალყურეები აცხადებენ, რომ ამ უწყების მონაცემები წარსულში დასტურდებოდა მთლიანობაში როგორც სანდო.
ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის ნასერის საავადმყოფოს განცხადებით, ომის მსხვერპლის დიდი რაოდენობის გამო ვითარებას ვეღარ აკონტროლებს. ბი-ბი-სი-ს უთხრა საავადმყოფოს დირექტორმა, ნაჰედ აბუ თაიმამ, რომ მისმა კოლეგებმა ვითარებაზე კონტროლი დაკარგეს და განმარტა, რომ ექიმები იძულებული არიან დაჭრილებს დერეფნებში აღმოუჩინონ დახმარება და ამასთან, არ აქვთ საკმარისი სამედიცინო მასალა. ქალაქი ორი მხრიდან გარშემორტყმულია ს ტანკებით, ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ ბრძოლები შენობიდან შენობამდე მიმდინარეობს.
ისრაელმა „ჰამასი“ დაადანაშაულა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, ბეიტ პანუნში მდებარე გაეროს სკოლას და მეჩეთს იყენებს ისრაელის ჯარისთვის ცეცხლის დასაშენად. გაერომ ამის თაობაზე განაცხადა, რომ ეს არ ამართლებს არეალის მუდმივ დაბომბვას.
ბი-ბი-სი წერს, რომ კიდევ ერთი მძევლის, 25 წლის საჰარ ბარუხის სიკვდილი დაადასტურა მისმა კიბუცმა და მძევლების ჯგუფმა. ეს ცნობა გავრცელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია ღაზაში ისრაელის არმიის მიერ ჩატარებული მძევლების გათავისუფლების წარუმატებელი ოპერაცია.
„ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა 7 ოქტომბერს. ამ თავდასხმას ემსხვერპლა 1200 ისრაელელი, ხოლო გატაცებულების რიცხვი 240 იყო. ომის განმავალობაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის და სხვა შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებას მოჰყვა მძევლების ნაწილის განთავისუფლება ისრაელის ციხეებში დაპატიმრებული პალესტინელების ნაწილის გამოშვების სანაცვლოდ.
8 დეკემბერს აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ბრიტანეთის გარდა, რომელმაც თავი შეიკავა, მიემხრო 13 სახელმწიფო.
რეზოლუცია მოითხოვდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ჰუმანიტარული მოსაზრებით. პალესტინელთა ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით, მისი სიტყვებით,აშშ ომის დანაშაულის თანამონაწილე გახდა. ირანმა დაგმო აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა და გაფრთხილება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში „უკონტროლო აფეთქების“ შესაძლებლობის შესახებ.
არაბული ქვეყნების წარმომადგენლების ჯგუფმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ხვდებოდნენ, მოუწოდეს ვაშინგტონს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, აიძულონ ის შეწყვიტოს ომი და აღნიშნეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა.
ისრაელმა ქებით მოიხსენია აშშ-ის ნაბიჯი და განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის პოზიციას, რომ ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლება შეინარჩუნოს ღაზაში. აშშ-ს მხარი დაუჭირა ბრიტანეთმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ მისცემს ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მხეცობას.“

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს