ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა | CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, -“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.