ისრაელი-ჰამასის კონფლიქტს 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან : 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 4 ლიბანელი ჟურნალისტი.
„ღაზაში ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე დგანან, რადგან ისინი ცდილობენ გააშუქონ კონფლიქტი“, – ნათქვამია ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს