მიმდინარე კვირაში ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად, მისი თქმით, აშშ-ის ახალი გეგმა წარმოადგინა. ის განსხვავდება გეგმისგან, რომელზეც იანვარში დათანხმდა და ცდილობს ჰამასს მისი მიღება, ღაზის სექტორის ალყაში მოქცევით აიძულოს.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ გეგმას “უიტკოფის შეთავაზებას” უწოდებს, აცხადებს რა, რომ მისი ინიციატორი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ელჩი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფია. თუმცა ეს ჯერ კიდევ უნდა დაადასტუროს თეთრმა სახლმა, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რომ მხარს უჭერს ყველა ქმედებას, რასაც ისრაელი აკეთებს.
ნეთანიაჰუმ ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დასრულდა. ამავე შეთანხმების შემდეგი ფაზის დეტალები უცნობია, რადგან გარკვევით არ შეჯერებულა.
ახალი გეგმით, ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების და პერმანენტულ ზავზე მოლაპარაკების დაპირების სანაცვლოდ, ჰამასმა დარჩენილი მძევლების ნახევარი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელს ახლა არაფერი უთქვამს მეტი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებაზე, რაც პირველი ფაზის მთავარი კომპონენტი იყო.
