ისრაელი ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვს მას მერე, რაც ჰამასი ზავის პირობებს დათანხმდა

19 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ჰამასმა [-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი] მიიღო ახალი წინადადება ზავის შესახებ, ს მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მთავრობა მტკიცედ დგას თავის მოთხოვნაზე.
ისინი მოითხოვენ, გათავისუფლდეს ყველა მძევალი ღაზაში სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში. ცნობას ავრცელებს AFP-ი.
შუამავლები ისრაელის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან მას შემდეგ, რაც ჰამასმა განაცხადა მზადყოფნა მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის, რომლის მიზანიც თითქმის ორწლიანი ომის დასრულებაა.
კატარმა, შუამავალმა ქვეყანამ, ახალი წინადადების მიმართ თავშეკავებული ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის „თითქმის იდენტურია“ ადრინდელი ვერსიისა, რომელსაც ისრაელი დათანხმდა.
ისრაელის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განუცხადა AFP-ს, რომ მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.

ომის განმავლობაში ორი მოწინააღმდეგე მხარე – ისრაელი და ჰამასი პერიოდულად აწარმოებდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც ორი მოკლევადიანი ზავი შედგა, რომლის დროსაც ისრაელელი მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს შეთანხმება, რომ ცეცხლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეწყვიტათ.
კატარი და ეგვიპტე, აშშ-ის მხარდაჭერით, შუამავლობენ დიპლომატიური შეხვედრების დროს.
ეგვიპტემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ მან და კატარმა ისრაელს ახალი წინადადება გაუგზავნეს და დასძინა, რომ „ბურთი ახლა მათ მოედანზეა“.

ეგვიპტის სახელმწიფოსთან დაკავშირებული გამოცემა Al-Qahera News-ის ცნობით, ბოლო შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან საწყის ზავს, მძევლების ნაწილობრივ გათავისუფლებას, ზოგიერთი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას და დახმარების შეტანის პირობებს.
ისრაელის პრემიერმინისტრ ს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიიღებს „შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყველა მძევალი გათავისუფლდება ერთდროულად და ომი დასრულდება ჩვენი პირობებით”.
ჰამასის მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა „ფართოდ გაუღო კარი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, თუმცა კვლავ რჩება კითხვა, დახურავს თუ არა მას ნეთანიაჰუ, როგორც მან ეს უკვე გააკეთა წარსულში“. ჰამასის მიერ წინადადების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც ნეთანიაჰუ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ომის დასრულების მოთხოვნის მზარდი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.

17 აგვისტოს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივის ქუჩებში ომის დასრულებისა და ტყვეობაში მყოფი დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით.
2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს აყვანილი 251 მძევლიდან 49 ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება, მათ შორის 27 ისრაელის სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.
ჰამასის ამ ოპერაციას, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიხოცა, მოჰყვა ისრაელის სახმელეთო და საჰაერო იერიშები, რომელიც დღესაც გრძელდება და რასაც, პალესტინის მხარის ცნობით, სექტორში 62 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი წინადადება გაკეთდა ასევე მას შემდეგ, რაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ქალაქ ღაზის დაპყრობის გეგმები, რაც აღვივებს შიშს, რომ ახალი შეტევა გააუარესებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ კრიზისს ამ განადგურებულ ტერიტორიაზე.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ სამშაბათს ისრაელის მიერ ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმებისა და ცეცხლის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხან-იუნისში ღამით განხორციელებული დარტყმის სამიზნე ჰამასის მებრძოლი იყო.
ღაზაში მედიის შეზღუდვები და პალესტინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე წვდომის სირთულეები იმას ნიშნავს, რომ AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ან ისრაელის სამხედროების მიერ მოწოდებული მონაცემები და დაღუპულთა რაოდენობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ