ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს

ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მან მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ ის ადგილები, სადაც ს თავდაცვის ძალები ოპერაციებს განახორციელებენ.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური ქმედებები მალე ღაზას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის სხვა ადგილებშიც გავრცელდება და თქვენ საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია მოგიწევთ“, – მიმართა კაცმა ღაზის მოსახლეობას.
მინისტრმა ასევე მოუწოდა პალესტინელებს, თავიდან მოიშორონ „ჰამასი“ და გაათავისუფლონ ყველა მძევალი.
„ეს ომის დასრულების ერთადერთი გზაა“, – დასძინა კაცმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა 18 მარტს ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განაახლა. 19 მარტს განახლდა სახმელეთო ოპერაციაც. ისრაელის მთავრობა განმარტავს, რომ მისი მიზანია „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდა ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არ გვექნება არანაირი ერთობა არავისთან, ვინც პასუხისმგებელია 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, არა და არასდროს! – ვგულისხმობ, “ნაცმოძრაობას”, გვარამიას კოალიციას, ზურაბიშვილს – გახარიამ თუ გათვალა, სალომე ზურაბიშვილმა რატომ ვერ გათვალა რისკები?