ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გეგმას ახანგრძლივებს

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაგრძელების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას თავდაცვის ძალები სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებენ. განცხადებიდან არ ირკვევა, აპირებს თუ არა ღაზის სამხრეთში სახმელეთო ღონისძიებების გაფართოებას.
პარასკევს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედროების ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში მძევლების რაოდენობა 237 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ის მომდევნო კვირის ბოლოს მძევლების ოჯახებთან შეხვედრას გამართავს.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.