ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოპერაცია ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიის გაწმენდის მიზნით გაფართოვდება, ხოლო დაკავებული დიდი ტერიტორიები ისრაელის უსაფრთხოების ზონაში გაერთიანდება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორის მოსახლეობას „ჰამასის“ „დასამხობად და მძევლების დასაბრუნებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“