ისრაელი ღაზაში მყოფი კიდევ 4 მძევლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
ს არმიაში აცხადებენ, რომ 51, 79, 80 და 85 წლის მძევლები ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში დაიღუპნენ და მათი ცხედრები კვლავ ბოევიკებს აქვთ.
„ჩვენი შეფასებით, ოთხივე მათგანი ხან იუნისში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის დროს დაიღუპა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლა და 251 მძევლად აიყვანა. ჯგუფმა ნოემბერში, ერთკვირიანი ზავის დროს 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლა. დაახლოებით 120 მძევალი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, დაღუპულია.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ