ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის, – ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
ოფიციალურმა პირის თქმით, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასმა“ არ უპასუხა ისრაელის ორ მოთხოვნას: გადაეცა მძევლების სია, სადაც მითითებული იქნებოდა რომელია ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი და დაედასტურებინა მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა.
ოფიციალურმა პირის თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში არ გაეგზავნათ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „მოსადის“ დირექტორთან, დევიდ ბარნეასთან კოორდინაციით მიიღო, რომელიც ისრაელის მთავარი მომლაპარაკებელია, მას შემდეგ რაც რაც ბარნეამ მიიღო შეტყობინება, რომ „ჰამასმა“ ისრაელის პირობებს არ უპასუხა.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ მათი დელეგაცია კაიროში ჩავიდა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს განაცხადა, რომ „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ