“ისრაელი უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას” – ნასრალა

ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.
„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა და ისრაელმა არ იცის, საიდან მოვა პასუხი.
ჰასან ნასრალამ აღნიშნა, რომ „ჰამასზე“ და „ჰეზბოლაზე“ სამხედრო ზეწოლა მათ დანებებას არ გამოიწვევს.
ს მისწრაფება ის არის, რომ „ჰამასმა“ უთხრას: „მოდი, აქ არიან მძევლები და აქ არის იარაღი“. ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავნებდებით არც ღაზაში, არც ლიბანში და არც იემენში. ერთადერთი გზა ლიბანის ფრონტზე ომის დასასრულებლად არის ის, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ